დავით შერაზადიშვილი ამომრჩეველს კარდაკარის პრინციპით შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, გიორგი მირიანაშვილთან ერთად, რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. ინფორმციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მმართველი გუნდის კანდიდატებმა მოსახლეობასთან ინდივიდუალურად ისაუბრეს, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„საკმაოდ საინტერესო, პოზიტიური საუბარი გვქონდა თითოეულ აქ მცხოვრებთან, მათგან იგრძნობა კეთილგანწყობა და მხარდაჭერა. ჩვენც, ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ნდობა გავამართლოთ“, –   განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები