ლევან დავითაშვილი: ქარელში გვაქვს იმგვარი წარმოება, როგორიც მთელს ქვეყანაში გვინდა, იყოს – ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, როცა წყლის რესურსები მაქსიმალურად მიზნობრივად გამოიყენება

„ქარელი გამოირჩევა მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებით. აქ არის მეხილეობის დიდი ტრადიციები, ტრადიციები ბოსტნეული კულტურების წარმოების და არის იმგვარი წარმოება, როგორიც მთელს ქვეყანაში გვინდა, იყოს. ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება, მიზნობრივად გამოყენება ხდება და, საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება” ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქარელის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად სულ უფრო მეტია ათვისებული სამეურნეო მიწა, დამუშავებული სავარგულები, გაშენებული ბაღები და წარმატების მაგალითები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გადამდებია.

„ქარელი არის მუნიციპალიტეტი, სადაც პირველი ბაღი გაშენდა პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში. ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები აქტიურობენ თავიანთი ინოვაციებით.

„დანერგე მომავალი“ ზუსტად ინოვაციური პროგრამაა; საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც გულისხმობდა საგრანტო თანადაფინანსებას. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანს მიწა აქვს, შეუძლია თანამედროვე, ინტენსიური ბაღი გააშენოს. სახელმწიფო, ერთი მხრივ, იძლევა გრანტს ნერგებისთვის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომზადებისთვის და ყველა დანარჩენი ხარჯის დაფინანსებას საკრედიტო რესურსით, სადაც საპროცენტო განაკვეთს ხელისუფლება იხდის. შესაბამისად, ფაქტობრივად, ფინანსური რესურსების გარეშეც კი, მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსი, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა სოფლის მეურნეობაში, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ნოყიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად ავითვისოთ და მეტი კეთილდღეობა შემოვიტანოთ სოფლის მეურნეობის განვითარების გზით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები