“კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ” – ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია

“მეუფე კი არა, არაკაცი ხარ შენ” – ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო. სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ და მღვდელმთავარს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე პასუხი მოსთხოვეს.

თავის მხრივ, მეუფე სტეფანემ მღვდლებს “კრიმინალები” უწოდა, – “როგორ მოგექცეთ თქვენ, როგორც ბერებს თუ კრიმინალებს”.

“კრიმინალი შენ ხარ და გამყიდველი და მრუში. პასუხი გაეცი, რა ბრალდებაც წაგიყენეს. ბავშვებთან არ შეხვიდე სკოლაში.

მეუფე კი არა, არაკაცი ხარ შენ, ძალადობაზეც გადმოდიხარ, ხომ? ჭყონდიდის კათედრა ვერ აიტანს უღირსს, უღმერთო, მრუშ, მოძალადე სასულიერო პირს, მით უმეტეს, მიტროპილიტს. რა გინდათ, საიდან მოდიხართ, რა რჯულის ხართ? ქრისტეს გწამთ საერთოდ? კრიმინალური საუბარიც შეგიძლიათ, ამის თქმას ცდილობთ? ქრისტიანებო, გთხოვთ, გამოფხიზლდით”, – მიმართავენ სასულიერო პირები მეუფეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები