პრემიერმინისტრი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა და ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“მეუფე სვიმეონმა ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მეუფე სვიმეონმა მთავრობის მეთაურს მშენებარე სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის “ახალი ბანა” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგია.
მეუფის თქმით, “ახალი ბანა” უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით შენდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებლად ჩაერთვება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

პრემიერმინისტრთან ერთად, მეუფე სვიმეონთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ვალერიან მჭედლიძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები