კახეთში „ევროპული საქართველო“ სამმა წევრმა დატოვა
პარტია „ევროპული საქართველო“ ახმეტაში სამმა წევრმა დატოვა.
კერძოდ, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს პროპორციული სიის წევრებმა: გიორგი ხუცურაულმა, თამილა ცხვირაშვილმა და თამაზი ხუცურაულმა. სამივე მათგანმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურების რეგისტრაციიდან ჩახსნა მოითხოვა.