ჩხოროწყუში მარტოხელა ხანდაზმულების შინ ზრუნვის პროგრამა განხორციელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა – ირინა ხანთაძემ და აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა – მელორი ცქვიტაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინ ზრუნვის სერვისის დანერგვისა და განვითარების სფეროში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა სპეციალურად აღჭურვილი მანქანა და სხვა საჭირო მოწყობილობები.

ჩხოროწყუ, ქვეყნის მასშტაბით, მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული სერვისი დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები