საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 50 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 50 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 917-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი.

გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 120 შემთხვევა გამოვლინდა, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები