“სოკარი” საწვავის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია “სოკარი“ საწვავის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ‘’კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
‘’სოკარი წლების განმავლობაში ცდილობს, რომ ლოიალურ მომხმარებელს სხვადასხვა აქციის სახით განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს და ენერჯი ბარათიც ამ პოლიტიკის ნაწილია.
თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და არაერთმა საშინაო თუ საგარეო ფაქტორმა საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საწვავის სიძვირით გამოწვეული ტვირთი ჩვენს, უკლებლივ ყველა მომხმარებელს.
დღეიდან, საწვავზე შეღავათიანი ფასით ჩვენს ყველა მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ ენერჯი ბარათის მფლობელთათვის ამ ეტაპზე ექსკლუზიური ფასდაკლების სისტემა უქმდება, არსებული ფასდაკლება იმაზე მეტია, რაც აქამდე ენერჯი ბარათზე იყო; კერძოდ საწვავი გაიაფდა:
ნანო რეგულარზე -20 თეთრით,
ნანო პრემიუმზე -17 თეთრით,
ნანო სუპერზე -17 თეთრით,
ნანო დიზელზე -21 თეთრით და
ნანო ევრო დიზელზე -17 თეთრით
ამას გარდა, ენერჯი ბარათზე დაგროვების სისტემა ისევ ძალაშია. 1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა, თუ დიზელზე, ბარათის მფლობელებს 3 თეთრი დაერიცხებათ; წინასწარ, აპლიკაციით შეძენის შემთხვევაში კი – 6.
გარდა ამისა, ძალაში რჩება არაერთი აქცია რომლითაც ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს მომავალშიც აუცილებლად გავანებივრებთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.