თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ხანძარი იყო.

“კვირას” ინფორმაციით, ცეცხლი ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე უფუნქციო შენობას გაუჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციითვე, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები