კალაძე: დადასტურდა, რომ ტყუილია, თითქოს, გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი იყო

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნოდ მისი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია.

მერის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ საკუთარი თავის თბილისის მერობის კანდიდატად დაყენებამ დაადასტურა, რომ მოსაზრება, თითქოს, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო, ტყუილია.

„მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს, გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდევაც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა პირადად ჩემ წინააღმდეგ. ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას. ფიქრობდნენ, მართლაც ასე ხომ არ არის. ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ნათელია. ალბათ, ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებას და ტოვებენ პარტიას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები