გვინეაში სახელმწიფო გადატრიალებაა – სამხედრო მეამბოხეებმა ე.წ.კომენდანტის საათი გამოაცხადეს

გვინეაში სამხედრო მეამბოხეებმა ქვეყნის პრეზიდენტი, ალფა კონტე დააკავეს და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ე.წ.კომენდანტის საათის გამოაცხადეს.

ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება.

აჯანყებულთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მათ კონტროლქვეშ უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

მანამდე, მედია წერდა, რომ დედაქალაქ კონაკრიში სროლის ხმა ისმოდა პრეზიდენტის სასახლესთან. გამოცემა Jeune Afrique-ს ინფორმაციით, პუტჩის უკან დგას სპეცრაზმის ჯგუფები.

ალფა კონდე ქვეყანას 2010 წლიდან მაშ შემდეგ უძღვება, რაც მისი წინამორბედი, სამხედრო ხუნტის წარმომადგენელი, მუსა დადი კამარა თავში დაჭრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. 2013 წლის 28 სექტემბერში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგი ოპოზიციამ არ აღიარა.

2016 წლის 12 ოქტომბერს პრეზიდენტ კონდეს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით იქნა მიღწეული 12-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის განხორციელება პოლიტიკურ ბლოკებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების ნორმალიზების უზრუნველყოფდა. შეთანხმება მიზნად ისახავდა ღია და დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2018 წელს და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას 2020 წელს.

Guinee Matin -ი წერს, რომ, პრეზიდენტ ალფა კონდეს დაკავების შემდეგ, დედაქალაქის მცხოვრებლები ქუჩაში გავიდნენ და მომხდართან დაკავშირებით სიხარულს გამოხატავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები