გერმანია მესამე ქვეყნებს ვაქცინების 10 მილიონ დოზას გადასცემს

გერმანია წლის ბოლომდე მესამე ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 100 მილიონ დოზას გადასცემს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა რომში G20-ის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

”ეს ის რაოდენობაა, რამდენიც ჩვენს ქვეყანაშია გაკეთებულია”, – თქვა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ “პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ის მთელს მსოფლიოში დამთავრდება”.

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე პლანეტის მოსახლეობის 40% იქნება აცრილი.

ამავდროულად, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ თქვა, რომ მისი ქვეყანა ცდილობს, მიაღწიოს “რომის პაქტის” ხელმოწერას მსოფლიოში მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

”არცერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი თავის გადარჩენა და ვაქცინები ჩვენი იარაღია”, – თქვა მან.

G20 ჯანდაცვის მინისტრები რომში ორდღიან შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი მიდის კორონავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლასა და მომავალი პანდემიების სტრატეგიებზე.

მინისტრებმა, კერძოდ, გაცვალეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ვაქცინაციაზე წვდომა მთელს მსოფლიოში, ასევე, ვაქცინების განაწილება იყოს სამართლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები