კონგრესმენი კეროლ მილერი: აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
“ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ”, – ამის შესახებ კონგრესის წევრმა, კეროლ მილერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
მისივე თქმით, საქართველო დიდი ხანია, აშშ-ის პარტნიორი ქვეყანაა.
„მნიშვნელოვანია, დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობის სფეროში“, – განაცხადა კეროლ მილერმა.