კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით

“ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ, ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით.

„საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, – განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები