გერმანიას ავღანელების ევაკუაციაზე “თალიბებთან” მოლაპარაკება სურს

გერმანიის მთავრობას “თალიბანთან” მოლაპარაკებების დაწყება სურს იმ ავღანელების ევაკუაციაზე, რომლებიც გერმანიის სამხედრო შენაერთებთან მუშაობდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეალპოლიტიკა“ გერმანიის კანცლერზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ “თალიბებთან” უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ ავღანეთიდან უსაფრთხოდ იმ ადამიანების გამოყვანა, ვინც ჩვენთან მუშაობდნენ,” – განაცხადა მერკელმა ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიაში ვიზიტისას.

პარასკევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ “თალიბებთან” კონტაქტი ექნებათ, მაგრამ არ აღიარებენ ლეგიტიმურ ხელისუფლებად.
გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქაბულიდან 5 300 ადამიანის ევაკუირება მოახერხა, მათ შორის 530 – გერმანელი და 4 400 ავღანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები