ავთანდილ თალაკვაძე: იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობას“, განსაკუთრებით კი, გიორგი გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ, „გურიის მოამბემ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა, „ქართული ოცნება“ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროპორციული სიის მეთერთმეტე ნომერმა – ლევან ნინიძემ დატოვა

” იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობას“, განსაკუთრებით კი, გიორგი გახარიას პარტიას მოტყუებული ადამიანები ტოვებენ, „გურიის მოამბემ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა, „ქართული ოცნება“ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროპორციული სიის მეთერთმეტე ნომერმა – ლევან ნინიძემ დატოვა”, – ამის შესახებ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამ ინფორმაციის მოძიება საჯაროდაც მარტივად შეიძლება – 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ლევან ნინიძე „ქართული ოცნების“ სიაში არ არის, შესაბამისად, ვერც ამ სიას დატოვებდა.

რეალურად, ჩვენი სიის მეთერთმეტე წევრი არის მელექედურის მკვიდრი, ექიმი-სტომატოლოგი, ჩვენი ერთგული წევრი და უბრალოდ კარგი კაცი – ლევან კილაძე”, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები