გახარიას პარტია ახმეტაში ორმა წევრმა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ახმეტაში ორმა წევრმა დატოვა.
მარიამ ბერიკიშვილმა და ცეზარ მოსახლიშვილმა პარტიასთან ერთად საკრებულოს პროპორციული სიაც დატოვეს.
გუშინ და დღეს, საერთო ჯამში გახარიას პარტია ათეულობით ადამიანმა დატოვა. მათი განაწყენება ყოფილი პრემიერის მიერ, კახი კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები