ირაკლი ღარიბაშვილი: ონი-საჩხერის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჩხერე-ონის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი ხუთის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება

ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზა საჩხერიდან იწყება და ამბროლაური-ონის გზას უერთდება. პროექტი 7 მონაკვეთად არის დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის. რეაბილიტაციამდე გზა გრუნტოვანი იყო, სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პროექტის საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები