ზუგდიდში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მაღაზია დაიწვა
ზუგდიდის ბაზარში ხანძარი იყო.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ფართობზე იყო გაჩენილი ცეცხლი ან რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი ვარაუდით, შესაძლოა, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, სულ მცირე, ოთხი მაღაზია. კიდევ ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, ბაზრის ერთ-ერთ თანამშრომელს გაზქურა დარჩა ჩართული. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ. ტერიტორიაზე ასევე მაღაზიების დაზარალებული მეპატრონეები იმყოფებიან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.