ირაკლი კობახიძე: ბევრი ტყუილი გვახსოვს გიორგი გახარიას მხრიდან

“ბევრი ტყუილი გვახსოვს გიორგი გახარიას მხრიდან”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტს უარყოფდა, შემდეგ კი ეს მისმა თანაგუნდელებმა დაადასტურეს.

„გახარიამ ბევრი რამ უარყო, უარყო თვითონ შეხვედრის ფაქტი, თუმცა ნახევარ საათში გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი მისი მხრიდან. მან ასევე უარყო, რომ ჰქონდა შეხვედრა თავის დროზე ვაშინგტონში (მიხეილ სააკაშვილთან). ერთ სასტუმროში ყოფნის ფაქტი უარყო და ზუსტად ნახევარ საათში მისმა თანაგუნდელმა ის ფაქტობრივად ტყუილში ამხილა და საზოგადოებამ ეს ნახა. ანუ, ბევრი ტყუილი გვახსოვს მისი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები