დავით ზალკალიანი ხავიერ კოლომინას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას ულოცავს
დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. შესაბამისი გზავნილი საქართველოს ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ვულოცავ ხავიერ კოლომინას პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნას. საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა – გახდეს ალიანსის წევრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს“, – წერს ზალკალიანი.
ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.