ანა დოლიძე: გახარია დებატებში იწვევს მელიას, კალაძეს და ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ?

პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც კონკურენტები – ნიკა მელია და კახა კალაძე დებატებში გამოიწვია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“გახარია დებატებში იწვევს მელიასა და კალაძეს. და ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ? ქართულ ჯიგრულ პონტში. რა სამარცხვინოა”, – წერს ანა დოლიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები