გიორგი გახარია კალაძე-მელიას დებატებში იწვევს
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს, ნიკა მელიასა და კახა კალაძეს დებატებში იწვევს.
როგორც გახარია აცხადებს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა. ვიწვევ კახა კალაძესა და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში“, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.