ირაკლი ქარსელაძე: პრემიერმინისტრის ინიციატივითა და მისი დახმარებით, დავიწყეთ პროგრამა განახლებული რეგიონები, რომელშიც ჭიათურა გამორჩეულია
“პრემიერმინისტრის ინიციატივითა და მისი ძალიან დახმარებით, დავიწყეთ პროგრამა განახლებული რეგიონები, რომელშიც ჭიათურა გამორჩეულია და 15 მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად, უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა მიეცა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდისა და ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
„ჭიათურაში ამჟამად 7 ობიექტზე და, ჯამურად, მთლიანად ცენტრალური უბნის ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ მდებარეობას, აბსოლუტურად განახლებულ, ევროპულ და ევროპული შესაძლებლობების მქონე ცენტრად აქცევს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი მხოლოდ პირველ ეტაპზეა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.