წყალდიდობა გლოლაში – დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საკარმიდამო ნაკვეთები

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ბოყოსწყლის ადიდება გამოიწვია. შედეგად, სრულად განადგურა მშენებარე საფეხმავლო ხიდი, რომელიც სოფლის სასაფლაომდე დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება იყო. სტიქიამ ასევე დააზიანა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

დილიდანვე სტიქიის ზონაში იმყოფება ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, სერგო ხიდეშელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტიქიით მიყენებულ ზარალს ეცნობა.

სერგო ხიდეშელის განცხადებით, წვიმის გადაღებისთანავე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ გლოლაში აქტიურად დაიწყება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები