ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა სრულდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.

სკოლის პროექტი მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახების, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის, ექიმის კაბინეტის, კვების ბლოკის, სპორტული დარბაზის და რეკრეაციული ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს.

სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე – ვარაზ გაბედავა გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები