ირაკლი ზარქუა: მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს, შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია

“ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გამოვიდა, გირაო გადაუხადეს და შემდეგ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს მის სინდისზე იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ევროპელების თვალში გადარჩენას ცდილობს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სატყუარა. ეტყობა, დასავლეთი ან შიგნით ემოციები ძალიან მოაწვათ და მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა 100 დღის განმავლობაში ხელმოწერაზე უარს ამბობდნენ და ფეხს ითრევდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ, ევროპელების თვალში თავი გადაირჩინონ და ხელს აწერენ. თავიანთ ამომრჩეველს ჰკითხონ, ანუ ხელს აწერენ რაზე – თავად რომ ამბობდნენ, მაკო გომურის თვალების დამთხრელებს ხელს არ მოვუწერთო, ე.ი. ახლა ძალიან გაუჭირდათ, რომ ამას დათანხმდნენ? ნიკა მელიას ადრეც ვეუბნებოდი, რომ სააკაშვილის კარის თამაშების მსხვერპლი იქნები-თქო და ახლა თავის თავს დააბრალოს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ.

ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია – რომ გამოვიდა, გირაო გადაუხადეს და შემდეგ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს მის სინდისზე იყოს. გვაქვს კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა იმართება, არჩევნები ჩატარდება შესაბამისად, აგერ ბურთი და მოედანი – ვინც მოიპოვებს უმრავლესობას, ის იქნება უმრავლესობა“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები