ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი საფრთხის ქვეშ დადგა – რუსეთი თუ დასავლეთი, არჩევანი მოსახლეობამ უნდა გააკეთოს
“დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი საფრთხის ქვეშ დადგა“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევანი რეფერენდუმზე ძალიან მარტივია: რუსეთი თუ დასავლეთი.
„ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ იმისა, რომ მცდელობა ჰქონდეს, დატოვოს შარლ მიშელის დოკუმენტი. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ, რომლის საშუალებაც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ. არჩევანი ამ რეფერენდუმზე ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“, – აცხადებს უდუმაშვილი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.