ფახულანში ავეჯის მაღაზია დაიწვა

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ავეჯის მაღაზია დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენისას მოხდა.

როგორც „კვირას“ სოფლის მაცხოვრებელმა,დათა კუკავამ განუცხადა, დამწვარია დაახლოებით 80 000 ლარის ღირებულების ავეჯი.

ხანძრის გამწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები