დავით შერაზადიშვილი ქალაქის ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი მირიანაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან ერთად ქალაქის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შევხვდა.
კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრებმა მოსახლეობას პროპორციული სიის რამდენიმე წევრიც წარუდგინეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
‘’ჩვენ, ამ ადამიანებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, დეტალურად ვიცნობთ თითოეულის საჭიროებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ წინაშე არსებული გამოწვევები უმოკლეს პერიოდში დავძლიოთ,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ – „დავითს, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება რადგან , წინა არჩევნებზე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ ხმების რეკორდული 85% -იანი მაჩვენებლით იქნა არჩეული. ბოლნისელები ჩვენ, კარგად გვიცნობენ, მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და მჯერა, ერთად კვლავ გავიმარჯვებთ.“