ვლადიმერ ბოჟაძე: გახარიამ მიიღო დავალება, იმისთვის, რომ გაჩნდეს მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც, თავად დააყენოს თბილისის მერობაზე კანდიდატურა

“გიორგი გახარიამ მიიღო დავალება – იმისათვის, რომ გაჩნდეს მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც, თავად დააყენოს თბილისის მერობაზე კანდიდატურა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ასევე შესაძლოა, გახარია პარტიული ხმების გასაყოფად და საკრებულოში კალაძისთვის უმრავლესობის წასართმევად თბილისში იყოს საკუთარი პარტიული სიის პირველი ნომერი.

“უტყუარი და ასპროცენტიანი ინფორმაცია!!!

ვხედავთ, რომ კახა კალაძე ყველა მონაცემით პირველივე ტურში, 60 პროცენტზე მეტი შედეგით, დამაჯერებლად იმარჯვებს!

გიორგი გახარიამ მიიღო დავალება:

1. იმისათვის, რომ გაჩნდეს მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც, თავად დააყენოს თბილისის მერობაზე კანდიდატურა, ან

2. პარტიული ხმების გასაყოფად და საკრებულოში კალაძისთვის უმრავლესობის წასართმევად, თბილისში იყოს საკუთარი პარტიული სიის პირველი ნომერი!

ვისი დავალებაა, ლოგიკურად, ადვილი მისახვედრია!

ერთი კი ნათელია – დავალების გამცემი (თუ გამცემები) ბოლომდე იყენებს და მარხავს გახარიას!

სწორია თუ არა ინფორმაცია, სულ რამდენიმე საათში გავიგებთ და მერე ნუღა ვიკამათებთ, მოღალატეა თუ არა ეს კაცი და ასრულებს თუ არა მიშას დავალებებს, განსაკუთრებით, ვოშინგტონში მასთან “შემთხვევითი” შეხვედრის შემდეგ!!! #გელოდებითარჩევნებზე2021 #გელოდებითარჩევნებზე2024″, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები