“ფეიქ ნიუსებისა და “კრიტიკული მედიის” მამა, ნიკა გვარამია ყოველი თვის პირველ დღეს ახალ-ახალ ტყუილებს იგონებს, ვითომ, ტელეკომპანია „იმედს“ რეიტინგში აჯობა” – ვლადიმერ ბოჟაძე

“ფეიქ ნიუსებისა და ,,კრიტიკული მედიის” მამა, ნიკა გვარამია ყოველი თვის პირველ დღეს ახალ-ახალ ტყუილებს იგონებს, ვითომ, ტელეკომპანია „იმედს“ რეიტინგში აჯობა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გვარამია მატყუარა ადამიანად ჩამოყალიბდა.

“ფეიქ ნიუსებისა და ,,კრიტიკული მედიის” მამა, ნიკა გვარამია ყოველი თვის პირველ დღეს ახალ-ახალ ტყუილებს იგონებს, ვითომ, ტელეკომპანია „იმედს“ რეიტინგში აჯობა, თანაც თბილისში, არადა ფოტოზე კარგად ხედავთ რომ „იმედს“ 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე , ,,მთავარ არხს”. მერე ,,აღიარა” მარცხი და ყველაზე მაღალი რეიტინგი სერიალებს დააბრალა, იგივე სერიალს კი მისი აუხდენელი სიზმარი – „ოცნების დასასრული“ კი დაარქვა მაგრამ, მაინც არაფერმა უშველა. სიმართლე კი ის არის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” დასასრულს და გაქცეულ პრეზიდენტს ვუყურებთ მეცხრე წელია, საბოლოოდ,  ,,ფეიქმეიკერი გვარამია” ისეთ მატყუარა ადამიანად ჩამოყალიბდა, რომ საკუთარ ამომრჩეველს და თანამშრომელსაც კი ვეღარ ატყუებს საარჩევნო რეიტინგების გაყალბება უკვე მერამდენედ არშემდგარი რევოლუციაა, ხოლო რეიტინგების გაყალბების მიზანი – საკუთარი თანამშრომლების მოტივაცია, თუმცა, ისიც დროებით ცნობილი ფრაზისა არ იყო, „მეთოდები დაგიძველდა მურტალო, ახლა მაგას არავინ ჭამს“… “, – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები