იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს
იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს. ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით,
კოვიდვაქცინით ორჯერადად აცრილები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ ფასად მიიღებენ.
“სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;
სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება;
იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.