გია აბაშიძე: ვის აუნთებს ელექტორატი მწვანე შუქს და ვის – წითელს, ამას 2 ოქტომბერს დავინახავთ

„საერთაშორისო პოლიტიკიდან დიდი ხნის წინ გარიყულმა სააკაშვილმა იმის გარდა, რომ კრილოვის იგავი “ტელესუფლიორიდანაც” კი შეცდომით წაიკითხა, საზოგადოებას მორიგი დეზინფორმაცია და სისულელეები შესთავაზა”, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ,,ფეისბუქის,, გვერდზე.

მისი თქმით, პროცენტიანი სესხისა და უფასო გრანტის ერთმანეთისგან განსხვავება სკოლის დაბალი კლასების მოსწავლეებმაც კი იციან. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რეალობა შემდეგია:

“საერთაშორისო პოლიტიკიდან დიდი ხნის წინ გარიყულმა სააკაშვილმა იმის გარდა, რომ კრილოვის იგავი “ტელესუფლიორიდანაც” კი შეცდომით წაიკითხა, საზოგადოებას მორიგი დეზინფორმაცია და სისულელეები შესთავაზა. თითქოს, მის მიერ ევროპაში მოპოვებულ ვაქცინებზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა, თვითმფრინავებს გვთავაზობდა ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად და ამაზეც უარი მიიღო, ევროკავშირის €75-მილიონიანი სესხი არის უფასო ფული, რომელსაც აღარ აძლევენ ივანიშვილს.

2020 წლის იანვარში სააკაშვილი ამბობდა, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაენაწილებინა შედარებით ღარიბ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ექსპრეზიდენტი მორიგ ტყუილში მალე ამხილეს – იმ დროს მალტას თავად არ ჰყოფნიდა ვაქცინა და ევროკავშირს მიმართავდა დახმარებისათვის. ოფიციალურ ბრიუსელს კი იმ პერიოდში 60%-ით ნაკლები ვაქცინის დოზა ჰქონდა. შარშან, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების გადასაყვანად გვთავაზობდა უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp-ს, რომელსაც იმ პერიოდში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, აკრძალული ჰქონდა მგზავრების გადაყვანა. პროცენტიანი სესხისა და უფასო გრანტის ერთმანეთისგან განსხვავება სკოლის დაბალი კლასების მოსწავლეებმაც კი იციან. საგულისხმოა, რომ დეზინფორმატორი სააკაშვილის ამ ბოლო “მესიჯბოქსის” ორკესტირირებულ ტირაჟირებაში ჩაერთვნენ გახარიას ეკონომისტი თანაგუნდელებიც, რომლებსაც ასევე ნაცსექტანტურ წესად ექცათ – ქვეყნის პოზიტიურ ცვლილებებს იგნორირება, ხოლო დესტრუქციულ-მანიპულაციურ გზავნილებს – მწვანე შუქი. ვის აუნთებს ელექტორატი მწვანე შუქს და ვის – წითელს, ამას 2 ოქტომბერს დავინახავთ“, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები