გოგა ჩანადირი: ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
“კარგი ამბავი სამხრეთ აფრიკიდან – ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, – ამის შესახებ ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
“ის კორონავირუსით იოჰანესბურგში მაშინ დაინფიცირდა, როცა ჩვენი ნაკრები სათამაშოდ ივლისში მსოფლი ჩემპიონებთან ჩავიდა.
ლევანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. დიდი ხნის მანძილზე რეანიმაციაში იყო გადაყვანილი.
დიდი მადლობა ელჩ ბექა დვალსა და სამხრეთ აფრიკაში მყოფ ექიმ ვახტანგ რეხვიაშვილს გაწეული ამაგისთვის.
ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მწვრთნელს. მალე სამშობლოში დაბრუნდება”, – წერს ჩანადირი.