“ევრო-მაწანწალა სააკაშვილმა მორიგი გვარაზმატული სისულელეები დააბრეხვა” – გია გაბრიჭიძე

„თუ ამ ე.წ. ოპოზიცის სურს, რომ ევროკავშირის კრედიტი შარლ მიშელის დოკუმენტს მიაბას, სრულ გვარაზმში არიან ჩავარდნილნი, რადგანაც ამ დოკუმენტის ანულირება სწორედაც რომ მათმა გვარაზმატიზზმა გამოიწვია“,- წერს ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი თანხის სესხება, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით, იმ რეალობაში, რაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მიზანშეუწონელია.

„ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი თანხის სესხება, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით იმ რეალობაში, რაც დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რბილად რომ ვთქვა, მიზანშეუწონელია. ამ თემასთან დაკავშირებით წავიკითხე კახი კალაძის კომენტარი, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად პასუხობს ოპოების მხრიდან ატეხილ აღზნებულ აჟიოტაჟს – შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებამ გამოიწვია იმ კრედიტის საკითხიო. “რა თქმა უნდა, თუ შეთანხმებაზეა მიბმული, პირდაპირ ეკისრება პასუხისმგებლობა ოპოზიციას” – განაცხადა კახი კალაძემ. სრულად ვეთანხმები. თუ ამ ე.წ. ოპოზიცის სურს, რომ ევროკავშირის კრედიტი შარლ მიშელის დოკუმენტს მიაბას, სრულ გვარაზმში არიან ჩავარდნილნი, რადგანაც ამ დოკუმენტის ანულირება სწორედაც რომ მათმა გვარაზმატიზზმა გამოიწვია. ცხადია, ამ თემას ევრო-მაწანწალა სააკაშვილიც გამოეხმაურა და მორიგი გვარაზმატული სისულელეები დააბრეხვა. თან დაიწყო იმით, რომ “ვაქცინები და ევროპიდან ქართველების ევაკუაციისთვის თვითმფრინავები გვიშოვა” (მტყუანის! უკაცრავად, წამომცდა და ბოლოს აღიარა, რომ დაწანწალებს ყველგან, ყავისფერი ფორმა აცვია და ყველაფრის აქოთებას ცდილობს – რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება. “ამათ შეუჩერონ დახმარებაო”. “ამათ”! “ამათ”! “ამათ”! ფუი, მართლა ამას და იმათაც, ვისაც მისი სჯერა“, – წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ის გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები