1-30 სექტემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება
1-30 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.
ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების ცნობის გაცემა და ა.შ. 1 ლანჩხუთი 01.09.2021 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00 2 დუშეთი 02.09.2021 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00 3 ქედა 02.09.2021 დაბას ცენტრი 10:00-17:00 4 ხულო 03.09.2021 გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 5 ადიგენი 06.09.2021 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 6 ასპინძა 07.09.2021 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 7 ნინოწმინდა 08.09.2021 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 8 ყაზბეგი 09.09.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 9 ხონი 09.09.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 10 ლენტეხი 10.09.2021 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 11 ვანი 13.09.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 12 გურჯაანი 13.09.2021 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00 13 ბაღდათი 14.09.2021 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 14 ყვარელი 14.09.2021 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00 15 აბაშა 15.09.2021 ჯორჯიკიას ქ. N 3, “ლიბერთი ბანკი”-ს წინ 10:00-17:00 16 ახმეტა 15.09.2021 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00 17 მარტვილი 16.09.2021 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00 18 მარტყოფი 16.09.2021 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 19 ცაგერი 20.09.2021 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 20 კასპი 20.09.2021 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00 21 ტყიბული 21.09.2021 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 22 ქარელი 21.09.2021 თამარ მეფის ქ. N 48, “ლიბერთი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 23 საჩხერე 22.09.2021 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 24 ონი 23.09.2021 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00 25 დმანისი 27.09.2021 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 26 თეთრიწყარო 28.09.2021 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 27 ყაზბეგი 30.09.2021 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00, – აღნიშნულია ინფორმაციაში.