რომან გოცირიძე: ევროპული სანქცია ამოქმედდა
“ევროპული სანქცია ამოქმედდა – საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდა.
“ევროპული სანქცია ამოქმედდა-საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება. ეს პირდაპირ სანქციად რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო. როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო ან ვინ მოგცემს უკვე პროცენტიან ფულს? არა და, ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყით აცხადებდა ამაზე.
დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც”, – წერს გოცირიძე.