მიხეილ ჩხენკელი: იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.
„როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღები არ იფუნქციორებენ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს, რასაკვირველია, ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონირებენ დისტანციურ რეჟიმში.
რაც შეეხება სკოლებს, მინდა, დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე.
მინდა, დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და, შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
როგორც იცით, ამჟამად, საქართველოში სხვადასხვა შტამს შორის, „დელტა“ შტამი შეადგენს 90%-ს და, სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ჩხენკელმა.