“დავუბრუნოთ კორტები მოსახლეობას” – ვატო შაქარიშვილმა ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა

31 აგვისტოს საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა – ვატო შაქარიშვილმა ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა და ტერიტორიის განვითრების სტრატეგია წარადგინა.

„მე ვთავაზობ მერიას, გამოაცხადოს ღია კონკურსი და ბიზნესს, რომელიც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო სპორტული რეკრეაციული მშენებლობის პროექტს შემოგვთავაზებს, გადავცეთ მიწა შეზღუდული ფუნქციითა და სიმბოლური ფასით”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

2018 წელს ვატო შაქარიშვილის აქტიურობის შედეგად თბილისის მერიამ მოახდინა ადგილმონაცვლეობა – აღნიშნული მიწა ქალაქს დაუბრუნდა. მონაცვლეობის დასრულების შემდეგ კალაძემ ყოფილი კორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაანონსა, თუმცა ამ დაპირების შემდეგ 3 წელი გავიდა და მდგომარეობა კორტებზე კვლავ უცვლელია.
შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სპორტული კომპლექსი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მრავალშვილიან და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს კი მუნიციპალური ბიუჯეტით უნდა დაუფინანსდეთ ვაუჩერები ან აბონემენტები.
მისი თქმით, იმისათვის, რომ საბურთალო გახდეს ჯანსაღი უბანი, ამ ადგილას ახალი სპორტული რეკრეაციული სივრცის მოწყობა იქნება რეალური ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრების ხელშეწყობისა და ყველასათვის ხელმისაწვდომობისათვის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია ნაციონალური მოძრაობის დროს გასხვისდა და კორტების ნაცვლად ადგილობრივი მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად იგეგმებოდა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები