გოგი მეშველიანი: ახალგაზრდებო გილოცავთ სტუდენტობას!

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ულოცავს.

„ახალგაზრდებო გილოცავთ სტუდენტობას!
თქვენ, წარმატებით გაიარეთ აბიტურიენტობის პერიოდი და ცხოვრების გზაზე მოიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება.

სტუდენტობა, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპია ახალი მეგობრები, სხვა გარემო და რაც მთავარია პროფესიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მოხარულო ვარ, რომ გვყავს ძალიან კარგი, ჭკვიანი და მიზანდასახული თაობა, რაც გამოცდების შედეგმა აჩვენა. გილოცავთ კიდევ ერთხელ, მუდამ წარმატებულ გზაზე გევლოთ!“- გოგი მეშველიანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები