მაია ჩხაიძე: ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს – სამი პაციენტი განსაკუთრებით საყურადღებოა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს.
მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია.
“ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 ბავშვი გადის მკურნალობას, აქედან 25 პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში. რეანიმაციაში სამი პაციენტია განსაკუთრებულად საყურადღებო და მძიმეა, აქედან ერთი არის 6 წლის ბავშვი, რომელიც 4 დღის წინ შემოვიდა გულყრისა და კორონავირუსული ინფექციის გამო. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გაზრდილია ბოლო 1 თვეა მიმართვიანობა და არ იცვლება, პრაქტიკულად. ვწერთ პაციენტებს, მაგრამ, პარალელურად, შემოსვლაც გრძელდება”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.