ირაკლი ღარიბაშვილი: 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
‘300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დაახლოებით, 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე, დამხმარე ფართები.