განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმში ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მან პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა.

„პანდემიის პირობებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა, ამიტომ აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციის პროცესში  ყველა რგოლი ჩაერთოს. ამით თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ პანდემიის სწრაფად დასრულებას“,- ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები