ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ფინალში იჭიდავებენ
ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს ორი ქართველი ფინალში იჭიდავებს.
ინა ქალდანმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდება.
პარალიმპიური ოქროსთვის ასევე იბრძოლებს მძიმეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე. ფინალში იგი ირანელ პარაძიუდოისტს შეხვდება. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი უზბეკ სპორტსმენს სძლია.
ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება.