მიხეილ დუნდუა: დარწმუნებული ვარ, გიგა გაბელაიას ექნება დიდი მხარდაჭერა და გაგრძელდება ის კარგი საქმე, რომელიც წლების განმავლობაში და ამჟამადაც მიმდინარეობს აბაშაში

“დარწმუნებული ვარ, გიგა გაბელაიას ექნება დიდი მხარდაჭერა და გაგრძელდება ის კარგი საქმე, რომელიც წლების განმავლობაში და ამჟამადაც მიმდინარეობს აბაშაში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ “ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის, გიგა გაბელაიას წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტს ეკონომიკურად აქვს კარგი პოტენციალი, რომლის განვითარებასაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

“აბაშა დიდი კულტურის, დიდი ისტორიის, დიდი წარმატების ადგილია და მას სჭირდება საქმის ძლიერი გამგრძელებელი, ისეთი – როგორიც არის გიგა გაბელაია. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკურად აბაშას. სოფლის მეურნეობის ის პროგრამები, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა, აუცილებლად გაგრძელდება და ყველა ოჯახში შევა ეკონომიკური სიკეთე იმ წლების განმავლობაში, რაც გიგა იქნება ჩვენი რაიონის ხელმძღვანელი. მადლობას გეტყვით ყველას და დავუჭიროთ მხარი ღირსეულ კანდიდატს”, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები