პირი, რომლის გატაცებაზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თელავში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილის გაუჩინარებაზე ისაუბრა და მომხდარს “გატაცება” უწოდა. მეტიც, მან პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და „ვინმე კუპრაშვილს“ დააკისრა. სინამდვილეში, პირი, რომლის გატაცებაზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა. მამაკაცმა თავად დაადასტურა, რომ არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია და მომხდარი მხოლოდ გაუგებრობაა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქგვერდი, სახელწოდებით „სინამდვილეში“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები