ბექა დავითულიანი: ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩავატარებთ კოვიდუსაფრთხო კამპანიას, ოპოზიციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა
“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მმართველი გუნდი კოვიდუსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს და ყველა რეგულაცია გაითვალისწინოს.
“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ ჩავატარებთ კოვიდუსაფრთხო კამპანიას. ეს ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში იქნება რეგულაციები მკაცრად დაცული ჩვენი მხრიდან. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ასევე დაიცავენ რეგულაციებს. არსებობს რეგულაციები და მათი დარღვევა ჯარიმდება,” – აცხადებს ბექა დავითულიანი.