მამუკა მდინარაძე: პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია

“პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი ამ კამპანიის ნაწილი გახდა.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს, კიდევ ვინ ჩაერთვება ამ კამპანიაში, რომელიც რეალურ საფუძველს არის მოკლებული. სამწუხაროა, რომ,  ნებსით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი ამ კამპანიის ნაწილი გახდა. მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა, მას დავაბრალო, რომ „ნაცმოძრაობის“ გარესპიკერი და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი გახდა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები