ამირან გამყრელიძე: სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი და მისი რეკომენდაციაა, რომ ამ საქმეში სამედიცინო უნივერსიტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები ჩაერთონ.

„ჩემი გადმოსახედიდან, ეს საჭირო გახდება მას შემდეგ, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი დაიტვირთება, ისინი არ არიან სრულად დატვირთული, მხოლოდ 40-50%-ით დატვირთვით მუშაობენ. ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მთავარია, აქ ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აქტიურად გამოვიყენოთ სამედიცინო უნივერსიტეტების ფაკულტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები). მეექვსე კურსის სტუდენტი თითქმის ექიმია და მზად არის, ექიმთან ერთად იმუშაოს, როგორც უმცროსმა ექიმმა და მართოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი გამოწვევის დროს პაციენტები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები